უსი­ე­რი ტყის სა­მე­ფო სვე­ბედ­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა იყო. მას კე­თი­ლი მე­ფე მარ­თავ­და, მაგ­რამ მი­სი ვა­ჟი ურ­ჯუ­კი და სას­ტი­კი გახ­ლდათ. გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ხსნა, რაც ყო­ვე­ლი მა­მა­ცი რა­ინ­დის­თვის დი­დი პა­ტი­ვი­ა, მას სუ­ლაც არ სი­ა­მოვ­ნებ­და. უფლისწულს ტყე­ში ნა­დი­რო­ბის მე­ტი არა­ფე­რი უნდოდა.
სა­დაც კი ფეხს დად­გამ­და, ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­და, შვლებ­სა და არ­ჩვებს ათე­უ­ლო­ბით ხო­ცავ­და. გლე­ხებ­მა, რო­მელ­თა მი­წებს თე­ლავ­და, მას “ულ­მო­ბე­ლი უფ­ლის­წუ­ლი” შე­არ­ქვეს.
ტყის ჯა­დო­ქარს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სო და მისთვის ჭკუის სწავლება განიზრახა, ამის საშუალება მალევე მიეცა… ერ­თხელ, კენ­კრის კრე­ფა­ში გარ­თულ გრძნეულს ცხე­ნის ჭიხ­ვი­ნი და ძაღ­ლე­ბის ყე­ფა მო­ეს­მა. თურ­მე, იქ­ვე ახ­ლოს უფ­ლის­წუ­ლი ნა­დი­რობ­და, რომელმაც შორს უძ­რა­ვად მდგო­მი შვე­ლი და­ი­ნა­ხა და მშვილ­დი მო­ი­მარ­ჯვა.
მათხ­ოვ­რის ძონ­ძებ­ში გა­დაც­მუ­ლი ჯა­დო­ქა­რი მას­თან გაჩ­ნდა და ფე­ხებ­ში ჩა­უ­ვარ­და: – აგ­რემც ღმერ­თი გა­გა­ხა­რებს, ჩემს შველს ნუ ეს­ვრი, შეჩ­ვე­უ­ლი მყავს, მას შემ­დეგ, რაც ტყე­ში დაჭ­რი­ლი ვი­პო­ვე, მე ვუვ­ლი­!

mshoblebi

უფ­ლის­წულ­მა ზე­დაც არ შე­ხე­და დე­და­ბერს. ისა­რი მო­ზი­და და ის­რო­ლა. შვე­ლი არც შერ­ხე­უ­ლა… მაგ­რამ სა­ნამ ისა­რი მის­წვდე­ბო­და, მშვე­ნი­ერ ყმაწ­ვილ ქა­ლად გა­და­იქ­ცა, ისა­რი მხარ­ში მოხ­ვდა და ძირს და­ე­ცა.
აღელ­ვე­ბუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი მის­კენ გა­იქ­ცა. ჯა­დო­ქა­რი მას შუბ­ლშეკ­რუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და.
უფ­ლის­წულ­მა ჰკითხ­ა, – ვინ ბრძან­დე­ბი­თო?
– მე უსი­ე­რი ტყის ჯა­დო­ქა­რი ვარ…
– და­მეხ­მა­რეთ, ეს ქა­ლიშ­ვი­ლი უნ­და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ!
– ვი­თომ რა­ტომ უნ­და გა­ვა­კე­თო ეს? – ჩა­ი­ქირ­ქი­ლა ჯა­დო­ქარ­მა.
– მოკ­ვდე­ბა!
– გებ­რა­ლე­ბათ?
უფ­ლის­წუ­ლი ქა­ლიშ­ვილს და­აც­ქერ­და. იგი ძალ­ზე ფერ­მიხ­დი­ლი იყო და მხრებ­ზე ქე­რა და­ლა­ლე­ბი ეფი­ნა.
უფ­ლის­წულ­მა ამო­ი­ოხ­რა და თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­უქ­ნი­ა.
ჯა­დო­ქარ­მა ხე­ლი ხელს შე­მოჰ­კრა, ქა­ლიშ­ვილ­მა თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა, წა­მოდ­გა და ჭრი­ლო­ბა მყის­ვე მო­უ­შუშ­და.
უფ­ლის­წულ­მა და­ა­პი­რა მას სიყ­ვა­რულ­ში გა­მოს­ტყდო­მო­და, მაგ­რამ ქა­ლიშ­ვი­ლი ისევ შვლად იქ­ცა და ტყე­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.
გულ­მოკ­ლუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი ჯა­დო­ქარს მი­უბ­რუნ­და:
– ეს რა ჯა­დო გა­უ­კე­თეთ? ახ­ლა­ვე და­მიბ­რუ­ნეთ ის ქა­ლიშ­ვი­ლი, თო­რემ…
– მე­მუქ­რე­ბი კი­დეც? სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავ, რომ შე­ნი გუ­ლი ჯერ არ მომ­ბა­ლა. ეს ქა­ლიშ­ვი­ლი ჩე­მი ნათ­ლუ­ლი­ა, მაგ­რამ მი­სი ღირ­სი არა ხარ, ამი­ტომ ტყე­ში იხე­ტი­ა­ლებ მა­ნამ, სა­ნამ ნამ­დვი­ლი რა­ინ­დი­ვით კე­თი­ლი და მა­მა­ცი არ გახ­დე­ბი.
ამის თქმა იყო და ჯა­დო­ქა­რი გა­უ­ჩი­ნარ­და. უფ­ლის­წუ­ლი მარ­ტო დარ­ჩა.
ასი დღე და ასი ღა­მე და­ე­ხე­ტე­ბო­და უფ­ლის­წუ­ლი ტყე­ში. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო ჯა­დო­ქარ­ზე და წყევ­ლა-­კრულ­ვით იხ­სე­ნი­ებ­და მას, მაგ­რამ ნელ­-ნე­ლა ჩა­უ­ფიქ­რდა თა­ვის საქ­ცი­ელს. გა­ზაფ­ხუ­ლის ერთ დი­ლას, რო­გორც იქ­ნა, ღი­მი­ლით და უდარ­დე­ლად გა­იღ­ვი­ძა: მის წი­ნა­შე ის ქა­ლიშ­ვი­ლი იდ­გა და უღი­მო­და.
უფ­ლის­წუ­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ და რო­ცა მე­ფე გარ­და­იც­ვა­ლა, ბრძნუ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად მარ­თავ­დნენ სა­მე­ფოს.