გაყინული / Frozen

ANIMACIAდეკემბერი 19, 2019

გაყინული (ინგლFrozen) არის — 2013 წლის მუსიკალური კომედიური და დრამატული ანიმაციური 3D მულტფილმი. შექმნილია უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების მიერ, Walt Disney Pictures-ის დისტრიბუციით. იგი არის რიგით 53-ე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში.  იგი აღწერს უშიშარი პრინცესის მოგზაურობას თოვლის კაცუნასთან, ერთგულ ირემთან და ყინულის მომპოვებელთან ერთად. ისინი ეძებენ პრინცესა ანასა და ელზას, რომელმაც შემთხვევით მთელ სამეფოს მარადიული ზამთარი მოუვლინა.

დასრულებამდე „გაყინული“ რამდენიმეჯერ შეცვალეს. 2011 წელს საბოლოოდ მიიღეს სცენარი, რომელზეც მუშაობდნენ ჯენიფერ ლი და კრის ბაკი. როგორც ბაკი, ასევე ლი იყვნენ ფილმის რეჟისორებიც. სურათი გახმოვანებულია კრისტენ ბელისაიდინა მენზელისჯონათან გროფისჯოშ გედის და სანტინო ფონტანას მიერ. კრისტოფ ბეკი, რომელიც აგრეთვე მუშაობდა 2012 წლის, ჯილდოებით აღნიშნულ „ქაღალდის კაცზე“, ფილმის მუსიკაზე მუშაობდა, ხოლო მეუღლეები, რობერტ ლოპესი და კრისტ ანდერსონ-ლოპესი სიმღერების ავტორები არიან.

„გაყინულის“ პრემიერა გაიმართა El Capitan Theatre-ში, 2013 წლის 19 ნოემბერს, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმი გავიდა 27 ნოემბერს. კრიტიკოსებმა იგი დადებითად აღნიშნეს. ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად – მსოფლიო გაქირავებაში 1.5 მილიონი აშშ დოლარის სახით, საიდანაც 420 მილიონი აშშ-იდან და კანადიდან შემოვიდა, ხოლო 250 – იაპონიიდან. „გაყინული“ ყველა დროის ერთ-ერთი შემოსავლიანი ანიმაციური ფილმია, ისევე, როგორც ყველა დროის რიგით მესამე შემოსავლიანი ორიგინალური ფილმი და ყველა დროის რიგით მეცხრე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ნამუშევარი აგრეთვე 2013 წლის ყველაზე შემოსავლიანიც იყო, ხოლო იაპონიაში — მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის. 2014 წელს გაიყიდა მისი მედია ასლების 18 მილიონი ერთეული, რამაც აშშ-ში წლის ყველაზე გაყიდულ ფილმად აქცია. 2015 წლისთვის „გაყინული“ აშშ-ში იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდულ Blu-ray დისკად.[9]

ფილმს მიღებული აქვს ორი ოსკარი, საუკეთესო ანიმაციური ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში („Let It Go“),  ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, BAFTA საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, ხუთი „ენი“, ორი გრემი — ვიზუალური მედიის როგორც საუკეთესო კომპილაციური საუნდტრეკისთვის, ასევე საუკეთესო სიმღერისთვის („Let It Go“). მას ასევე ერგო კრიტიკოსების არჩევანის კინოჯილდო – საუკეთესო ანიმაციური ფილმის და ორიგინალური სიმღერის („Let It Go“) კატეგორიებში.

მოკლემეტრაჟიანი გაგრძელება, „გაყინული ციებ-ცხელება“, გამოვიდა 2015 წლის 13 მარტს, ფილმ „კონკიასთან“ ერთად. 2015 წლის 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა გაგრძელება, „გაყინული 2“, რომელზეც კვლავ იმუშავებდნენ ბაკი და ლი, ხოლო პიტერ დელ ვეხო დაბრუნდებოდა, როგორც პროდიუსერი. ფილმი 2019 წლის 27 ნოემბერს გამოვა.

გაყინული ქართულად

გაზიარება1